ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

გერმანიაში დღეიდან შეზღუდვები მკაცრდება, სკოლები და ბიზნეს ობიექტები დაიხურა

კორომავირუსის გავრცელების გამო, გერმანიაში დღეიდან კარანტინი გამკაცრდა, რომლის ფარგლებში დაიხურა სკოლები და არააუცილებელი ბიზნეს ობიექტები. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, შეზღუდვები 10 იანვრამდე იმოქმედებს და კრძალავს საჯარო ადგილებში ალკოჰოლის დალევას. ამასთან, კომპანიებს მოუწოდებენ, თანამშრომლებს დისტანციურად მუშაობის საშუალება მისცენ.

აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში სუპერმარკეტები და ბანკები ღია რჩება.

შეგახსენებთ, გერმანიაში მსუბუქი „ლოქდაუნი“ 2 ნოემბრიდან დაწესდა, რომლის ფარგლებში ქვეყანაში რესტორნები და ბარები დახურული იყო.

ცნობისათვის, გერმანიაში გუშინ კორონავირუსის 14 432 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 500 ადამიანი გარდაიცვალა.

იტვირთბა....