ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი, ზურაბ გუქული საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.
“მეტრონომი” ზურაბ გურულის “ფეისბუქ” მიმართვას უცვლელად გთავაზიბთ.
“ბოიკოტი არ მუშაობსო …
მეტი რა უნდა ქნას ამ საწყალმა ბოიკოტმა, რომ დაფასდეს?
“ხალხის მიერ არჩეული” მთავრობა მარტოა და ხელს არავინ უშლის რომ გააგრძელოს შენება და აყვავება. მარტო რვა წელი რას ეყოფა დანგრეული და მიწასთან გასწორებული სახელმწიფოს აშენებას. 70 წელი შენდებოდა სსრკ ბოლოსდაბოლოს.
ეს დადუმებული დიპლომატებიც გამოცოცხლდნენ. ერთი ისეთი ქვეყნიდანაც, რომლის წარმომადგენელმაც მანამ მაინც არ უნდა ილაპარაკოს წამებაზე, სანამ მეორე მსოფლიო ომის მომსწრეები ცოცხლები არიან და პრინციპში არც ლაპარაკობენ, ტაბუ ადევს მათ ქვეყანაში ამ თემაზე უშნო ხუმრობებს.
ისინი, ვინც ბოლო ოცდაათი წლის განმავლობაში ყველა მთავრობის ყველა კლიტეს მოერგნენ, ისეთი მოქნილები არიან, აწი ყველაფერს მოერგებიან და რა გასაკვირია.
სამაგიეროდ, ნელნელა გამოჩნდება პრინციპული პოლიტიკოსების კასტა, რომელთა ღირსების ნდობა შეიძლება და ერთ დღეს… იქნებ …
მუშაობს ბოიკოტი. რომ არ მუშაობდეს, გაგრძელდებოდა დუმილი. მოკლეზე მოჭრას რომ მივეჩვიეთ, იმიტომ გვახეტიალებს დღეს გამჩენი უგრძესი გზებით.” – წერს გურული სოციალურ ქსელში.