“სუ-24″-ის ჩამოგდებას სერიოზული შედეგები მოყვება – აცხადებს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი. პუტინმა აღნიშნული განცხადება თურქეთის მიერ რუსული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდების კომენტირებისას გააკეთა. რუსეთის პრეზიდენტი თურქეთის ქმედებას „ზურგში ლახვრის ჩაცემასთან“ აიგივებს.
„თვითმფრინავი სირიის ტერიტორიაზე, თურქეთის საზღვრიდან 4 კილომეტრში ჩამოვარდა. ჩვენი მფრინავები და თვითმფრინავი თურქეთის რესპუბლიკას არანაირად არ ემუქრებოდა. თურქეთის ეს ქმედება ცდება ტერორიზმთან ბრძოლის ჩარჩოებს. ჩვენი სამხედროები ძალიან მნიშვნელოვან სამუშაოებს ასრულებენ ტერორიზმთან ბრძოლის საქმეში სირიაში. ეს ფაქტი მნიშვნელოვან ზეგავლენას მოახდენს რუსეთ-თურქეთი ურთიერთობაზე. იმის მაგივრად, რომ თურქული მხარე ჩვენ დაგვკავშირებოდა ამ შემთხვევის შემდეგ, მათ გადაწყვიტეს ეს ინციდენტი NATO -ში განიხილონ” – აცხადებს პუტინი.