მთავარი ციტატა

“დავიხურო ქუდი და გავიქცე, არ არის საქციელი, რომელიც მართებს პარტიის თავმჯდომარეს” – ბარამიძე ვაშაძეზე

“პარტიის თავმჯდომარეს თავი და უნარი თუ არ გაქვს, იბრძოლო იმის წინააღმდეგ, რაც არ მიგაჩნია სწორად, აბა პოლიტიკური ბრძოლა, პოლიტიკური საქმიანობა რა არის? ვიღაც არ მოეწონა პარტიაში, ამის გამო დავიხურო ქუდი და სადღაც გავიქცე, არ არის ის საქციელი, რომელიც მართებს ასეთ მწვავე ბრძოლაში მყოფი პარტიის თავმჯდომარეს.”

გიორგი ბარამიძე- “ნაციონალური მოძრაობის” წევრი

“პალიტრანიუსი”

ცნობისთვის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავჯდომარე გრიგოლ ვაშაძე პარტია დატოვა. ვაშაძემ პარტიიდან წასვლის მიზეზები განმარტა. როგორც ვაშაძე წერს, პარტიის დატოვების ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ მის გარშემო ისეთი ოდიოზური ფიგურების გამოჩენაა, რომელიც პარტიამ წარსულს ჩააბარა. ამასთან, როგორც ვაშაძემ თქვა, მას არ შეუძლია იყოს იქ, სადაც შეცდომებზე სწავლის სურვილი არ აქვს. გრიგოლ ვაშაძე ასევე აღშფოთებას გამოთქვამს სტრატეგიული მოკავშირეების დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელთა წინააღმდეგ “გაჩაღებული თავდასხმებისა და შეურაცხყოფის კამპანიის” გამო.

იტვირთბა....