“გრიგოლ ვაშაძე არ არის მარტო „ნაციონალურ მოძრაობაში“, ვინც თვლის, რომ შეთანხმება არის საუკეთესო გამოსავალი. მე ვაკვირდები მათ საჯარო განცხადებებს, ამავე დროს ჩვენ ვესწრებოდით ოპოზიციურ შეკრებებს და ვხედავდით, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, ვინც იქ მოდიოდნენ, არ იყვნენ ასეთი რადიკალურები, როგორიც ვთქვათ, იყო „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი. უფრო მეტსაც ვიტყვი, რამდენიმე მათგანი ამბობდა, რომ მოლაპარაკებები უნდა გაგრძელდეს და შეთანხმება არის კარგი გამოსავალი ამ სიტუაციიდან. ამას საჯაროდაც ამბობენ, რომ მოლაპარაკებები უნდა გაგრძელდეს.”
ლევან იოსელიანი – “მოქალაქეების” ერთ-ერთი ლიდერი
“პალიტრანიუსი”
ცნობისთვის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავჯდომარე გრიგოლ ვაშაძე პარტია დატოვა. ვაშაძემ პარტიიდან წასვლის მიზეზები განმარტა. როგორც ვაშაძე წერს, პარტიის დატოვების ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ მის გარშემო ისეთი ოდიოზური ფიგურების გამოჩენაა, რომელიც პარტიამ წარსულს ჩააბარა. ამასთან, როგორც ვაშაძემ თქვა, მას არ შეუძლია იყოს იქ, სადაც შეცდომებზე სწავლის სურვილი არ აქვს. გრიგოლ ვაშაძე ასევე აღშფოთებას გამოთქვამს სტრატეგიული მოკავშირეების დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელთა წინააღმდეგ “გაჩაღებული თავდასხმებისა და შეურაცხყოფის კამპანიის” გამო.