aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

რამიშვილის განცხადებით, ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით თბილისის პროკურატურაში დაიბარეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

დაღუპული თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, ბაჩალიაშვილის საქმეზე ხვალ თბილისის პროკურატურაში არიან დაბარებული.

როგორც ადვოკატმა აღნიშნა, მას არ აქვს ზუსტი ინფორმაცია, თუ რის გამოა ის უწყებაში დაბარებული.

„ხვალ მობრძანდით 17:00 საათზე დასკვნების გასაცნობადო და უნდა გაგესაუბროთო. მე არ ვიცი, რა თემაზე უნდა გაგვესაუბრონ. მე არაერთხელ მითქვამს, პეტიციაც კი გავაკეთე, რეალურად, ესენი არიან მომართული, რომ დაასრულონ საქმე. მკვლელობით გადაკვალიფიცრებას არ აპირებენ, აპირებენ თვითმკვლელობამდე მიყვანით დაასრულონ, მაგრამ იმასაც არ ეძებენ ვინ ან რამ მიიყვანა თვითმკვლელობამდე. ახლა ეს ყველაფერი უნდათ, რომ მშობლების დისკრედიტაციამდე მიიყვანონ და ამით დაასრულონ ის სიბინძურე, რომელიც დაიწყეს. უნდათ, რომ პირდაპირ ხელი დააფარონ დამნაშავეებს და დამნაშავეებს ვინც აფარებს ხელს, ისიც დამნაშავეა. თან არჩევნები დასრულდა. არაფერი საშიშროება აღარ აქვთ, ძალაუფლება და ხელისუფლება მათია“, – განაცხადა რამიშვილმა.

იტვირთბა....