“მთავარი არხის” გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია სოციალური ქსელის საშუალებით მიმართვას აკეთებს.
როგორც გვარამია გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, მას სახალხო დამცველსა და არასამთავრობო ორგანიზაციების მეტი აღარავი დარჩა.
“მეტრონომი” ნიკა გვარამია “ფეისბუქ” მიმართვას უცვლელად გთავაზობთ.
“დიდი მადლობა. აკი ვამბობ, ამ ქვეყანაში სახალხო დამცველის და არასამთავრობოების მეტი აღარაფერი დარჩათქო.
ჩემს მდგომარეობასთან დაკავშირებით არც ერთ ელჩს შეკითხვა არ დაუსვამს, წულუკიანის რეპრესიული ტექსტი არც ერთს არ დაუგმია. კვლავ სიჩუმე, ყრუ კედელი.
არც ერთ ოპოზიციურ პარტიას, სრულიად არც ერთს, არ მიუმართავს დასავლური ინსტიტუციებისთვის ჩემი პრობლემის დღის წესრიგში შესატანად. მათგან სრულიად აბსურდული და უსუსურ-ქალაჩუნური, და სრულიად არადსავლური და არადემოკრატიული ტექსტები ვისმინეთ, ფორმულით “ვგმობთ მაგრამ” – ელეჩების კრიტიკა როგრ შეიძლება, ჩვენ ვემიჯნებით და ასე შემდეგ. ზოგიერთი ჩემი ბვშვობის მეგობარი, მთლად სიღრმეებში შევიდა და რუსულ ნარატივზე ალაპარაკდა. ჩემს რუსულ ნარატივზე 🙂 პარალელურად ზარიც არ ჩათვალა საჭიროდ ჩემი დ სოფოს მოსაკითხად. ვაშაძე საერთოდ გადადგა, უდროო დროს და სრულიად უადგილოდ, მე ვიტყოდი, საეჭვოდ უდროოდ და საეჭვოდ უადგილოდ. და, ჰოი საოცრებავ, მე დამგმო თავის გადადგომის განცხადებაში, ვითომ რამე კავშირში ვიყო მის პარტიასთან. რამე კავშირში, გარდა იმისა, რომ 10%იანი რეიტინგით ჩავიბარე და ისე “გავაპატიოსნე” საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური მოიგო. მოუგო 7 მილიარდიან ივანიშვილს. და ძალიან კარგდ იცის ივანიშვილმა ან ის არჩევნები ვინ მოუგო (კი წამართვა რ2 მაგის მერე) და ეს ბოლო არჩევნებიც ვინ მოუგო, ესეც გადასარევად იცის (ახლაც რამეს გვიზამს, უეჭველად). არც ვაშაძეს მოვუკითხივართ, ზარიც არ გამოუშვია, ცოცხლები ხო ხართო, არც უკითხვას. არ უკითხავს იმ დიასახლისისთვის, რომელსაც ხშირად სტურობდა. თუმცა რა ჩენი მოკითხვა, თავისი გადადგომის ნტყუილებით სავსე ტექსტში ქუთაისელ აქტივისტებსაც კი არ გადაუხადა მადლობა, ზედ რომ გადაგყვნენ და საკუთარ სახლებში აცხოვრეს, აჭამეს, ასვეს და ცოცხალ კედლად დაყვებოდნენ, რომ ხელი არავის დაეკარებინა. ესენი დაიკიდა და რა მე, რა სოფო?!
არც ერთ ჩვენს მეგობარ ოპოზიციურ მედიას განცხადებაც კი არ დაუდია ამ უმსგავსობის და არაადამიანობის დასაგმობად. არა და, ხომ წარმოგიდგენიათ, მე და ჩემი მედია რას ვიზამდით.
ძალიან საწყენია ეს ყველაფერი და კვლავ ვასკვნი, რომ ლომჯარია და ენჯეოების იმედიღა შეიძლება გქონდეს ამ ქვეყანაში. მეტი ყველაფერი მკვდარი, უძალო და უსუსურია.” – წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსლში.
ცნობისთვის, კოალიცია “მედიის ადვოკატირებისთვის” ნიკა გვარამიას განცხადებას მუქარისა და მისთვის ქონების ჩამორთმევის საკითხს სოციალურ ქსლში გამოხმაურა, კოალიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ არაერთხელ გამოუთქვამთ, საფუძვლიანი ეჭვი იმის შესახებ, რომ კრიტიკული მოსაზრებების გამო ნიკა გვარამიას მიმართ სისტემატურად ხდებაბოდა სხვადასხვა სახის ზეწოლა მმართველი პარტიის წარმომადგენლების მხრიდან.