„ძალიან სამწუხაროა, როცა სიკვდილზე და პროცენტებზე ვლაპარაკობთ ხოლმე, მაგრამ ესაა რეალობა, როცა ჩვენ გვყავდა დღეში 1000 ავადმყოფი, ორი კვირის შემდეგ დამძიმდებოდა გარკვეული რაოდენობა და გარდაცვალებითაც მთავრდებოდა, მერე გვყავდა დღეში 2000 ავდმყოფი. მაგრამ წინა ორი კვირა გვყავდა დღეში 4-5 ათასი ავადმყოფი. საბედნიეროდ, პროცენტულად კი იგივე რჩება მონაცემები, მაგრამ რაც უფრო ნაკლები ავადმყოფი გვეყოლება ნაკლები მსხვერპლი იქნება. უმრავლესობა მარტივად გადაიტანს, გარკვეული ნაწილი მძიმედ, ხოლო 1% ფატალურად დასრულდება.”
პაატა იმნაძე – დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე
ცნობისთვის, 15 დეკემბერს საქართველოში კორონავირუსის 3 837 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამასთან, გამოჯანმრთელდა 3 105 ადამიანი, ხოლო გარდაიცვალა – 44.