საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი “ნაციონალური მოძრაობიდან” გრიგოლ ვაშაძის წასვლას ეხმაურება.
როგორც ელჩმა განაცხადა, ის მომხდარს გამო ძალიან წუხს და დარწმუნებულია, რომ მასთან თანამშრომლობის საშუალება მომავალშიც ექნება.
ჰარცელი გრიგოლ ვაშაძეს კარგი პოლიტიკოსობისთვის მადლობას უხდის.
“რაც შეეხება გრიგოლ ვაშაძის გადაწყვეტილებას პარტიის დატოვებასთან დაკავშირებით, ეს მას უნდა ჰკითხოთ. მე კი მინდა მას მადლობა ვუთხრა კარგი პოლიტიკოსობის გამო. ჩვენ ბევრი დრო დავხარჯეთ დიალოგის მისაღწევად, რაც საბოლოოდ 8 მარტის შეთანხმებით დასრულდა. ძალიან ვწუხვარ, რომ ეს მოხდა, დარწმუნებული ვარ მომავალში კიდევ გვექნება თანამშრომლობის საშუალება. მადლობა მას გასული თვისთვის,” – აღნიშნა კარლ ჰარცელმა.
კარლ ჰარცელის კომენტარის თარგმანს „რუსთავი 2“ ავრცელებს.
ცნობისთვის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავჯდომარე გრიგოლ ვაშაძე პარტია დატოვა. ვაშაძემ პარტიიდან წასვლის მიზეზები განმარტა. როგორც ვაშაძე წერს, პარტიის დატოვების ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ მის გარშემო ისეთი ოდიოზური ფიგურების გამოჩენაა, რომელიც პარტიამ წარსულს ჩააბარა. ამასთან, როგორც ვაშაძემ თქვა, მას არ შეუძლია იყოს იქ, სადაც შეცდომებზე სწავლის სურვილი არ აქვს. გრიგოლ ვაშაძე ასევე აღშფოთებას გამოთქვამს სტრატეგიული მოკავშირეების დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელთა წინააღმდეგ “გაჩაღებული თავდასხმებისა და შეურაცხყოფის კამპანიის” გამო.