ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“ეს ყველას შეიძლება მოუვიდეს, მაგრამ ხომ უნდა იგრძნო, რომ სადაც დგახარ, ის ადგილი ყარს და უნდა გამოხვიდე მაქედან?!” – ხაინდრავა ISFED-ზე

“არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანმა არჩევნებმა“ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ხმების პარალელური დათვლის შესახებ არასწორი მონაცემები მიზანმიმართულად გაავრცელა,” – ამის შესახებ კინორეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც ხაინდრავამ პრესკონფერენციაზე განმარტა, ამ ქვეყნის წინააღმდეგ ეს დიდი შეთქმულების ნაწილია.

„ეს არის დიდი შეთქმულების ნაწილი ამ ქვეყნის წინააღმდეგ.

ეს შეთქმულება საიდან მოდის, ყველამ კარგად ვიცით. მათ თავიდანვე იცოდნენ, როგორც სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებმა, მათ შორის იმ ქალბატონმა, პრეტენზია რომ აქვს, თითქოს ჩვენს უფლებებს იცავს და ამ დროს ძირითადად „ნაციონალური მოძრაობის“ უფლებების დამცველია – სამარცხვინო ნინო ლომჯარიამ, ასევე ეკა გიგაურმა და სხვა დანარჩენებმა. მათი დრო წავიდა. დამთავრდა ბოკერიასა და „ნაციონალური მოძრაობის“ დროც.

სურათი მძიმეა, რადგან პოლიტიკურ ველზე ერთადერთი ორგანიზაციაა, რომელმაც შეიძლება ქვეყანა მართოს. ეს ცუდია, ეს იგივეა, კრიტიკა არ იყოს ხელოვნებაში. თითქოს გამოჩნდნენ ახლები, მაგრამ პირველივე ნაბიჯი ფუნაში ჩადგეს.

ეს ყველას შეიძლება მოუვიდეს, მაგრამ მერე ხომ უნდა იგრძნო, რომ სადაც დგახარ, ის ადგილი ყარს და უნდა გამოხვიდე მაქედან?!

თუ თავად არ გესმის, ამის თაობაზე გეუბნებიან კეთილისმსურველები, შენი მეგობრები საერთაშორისო თანამეგობრობიდან, მაგრამ შენ ჯიუტად რჩები მანდ. დარჩები შალიკოს ფანჩატურში და იქნები იქ, სადაც ოპოზიციური პოლიტიკური ველი ცარიელია. მაგალითად, „ლელომ“ ფუნაში დგომა მოინდომა და იდგნენ.

ამ რვა პარტიიდან, რომელზეც ვსაუბრობთ, ხუთი-ექვსი არის „ნაციონალური მოძრაობა“, უბრალოდ ზოგი მშენებელი გახდა, ზოგი „გირჩი“.

„გირჩი“, ალბათ, მსოფლიო საეკლესიო საბჭოსკენ აიღებს გეზს, რადგან როგორც ამბობენ, ყველა ეპისკოპოსია მანდ.

ამიტომ ალბათ, იქ გააგრძელებენ საქმიანობას, რადგან პოლიტიკაში ყარან“,-  განაცხადა ხაინდრავამ.

ცნობისთვის, ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნების პარალელურ დათვლის შედეგები არჩევნებიდან თვენახევრის შემდეგ ქართული ოცნების სასარგებლოდ შეიცვალა.

 

იტვირთბა....