“ამ პოლიტიკურ მოლაპარაკებებში ის ნამდვილად კარგი პარტნიორი იყო,” – ასე ეხმიანება „ერთიანი საქართველოს“ ლიდერი, ნინო ბურჯანაძე გრიგოლ ვაშაძის მიერ პარტიის დატოვების საკითხს.
როგორც ბურჯანაძემ განაცხადა, მას გული დაწყდა გრიგოლ ვაშაძის გადაწყვეტილების გამო, თუმცა გამორიცხავს, რომ ვაშაძის სხვა რომელიმე პარტიას შეუერთდეს.
„ვწუხვარ ბატონი გრიგოლის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, ამ პოლიტიკურ მოლაპარაკებებში ის ნამდვილად კარგი პარტნიორი იყო. ჩვენ ნორმალური და კოლეგიალური ურთიერთობა გვქონდა.
სამწუხაროა, რომ წავიდა, მაგრამ ამ შემთხვევაში „ნაცმოძრაობის“ პოზიცია არ იცვლება. როგორც ჩანს, სწორედ ამიტომ მიიღო მან ეს გადაწყვეტილება, ანუ მოლაპარაკებებზე „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიცია დარჩება იგივე, რაც აქამდე იყო.
სხვა პარტიის თავმჯდომარის გადადგომა, არ გადადგომა ნადვილად ვერ მოახდენს ზეგავლენას ჩემს პარტიაზე, ჩვენ გვაქვს ის პოზიცია, რა პოზიციაც გვქონდა.
აქ მთავარია, პარტიების პოზიცია იყოს იგივე და პარტიების პოზიცია არ იცვლება, ჩვენ ვრჩებით იმავე რეჟიმში, რა რეჟიმშიც ვმუშაობდით.
არ მგონია, ბატონი გრიგოლი სხვა რომელიმე პარტიაში შევიდეს, ის სერიოზული ადამიანია და ერთი პარტიიდან მეორეში სირბილს ნადვილად არ დაიწყებს. ყიველ შემთვევაში, უახლოეს მომავალში, მერე არ ვიცი“,- განაცხადა ბურჯანაძე.
ცნობისთვის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავჯდომარე გრიგოლ ვაშაძე პარტია დატოვა. ვაშაძემ პარტიიდან წასვლის მიზეზები განმარტა. როგორც ვაშაძე წერს, პარტიის დატოვების ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ მის გარშემო ისეთი ოდიოზური ფიგურების გამოჩენაა, რომელიც პარტიამ წარსულს ჩააბარა. ამასთან, როგორც ვაშაძემ თქვა, მას არ შეუძლია იყოს იქ, სადაც შეცდომებზე სწავლის სურვილი არ აქვს. გრიგოლ ვაშაძე ასევე აღშფოთებას გამოთქვამს სტრატეგიული მოკავშირეების დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელთა წინააღმდეგ “გაჩაღებული თავდასხმებისა და შეურაცხყოფის კამპანიის” გამო.