უფლებადამცველი, ლადო სადღობელაშვილი დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც იმნაძეს ბინა ცოლის ძმამ აჩუქა სოციალურ ქსელში ეხმიანება.
“მეტრონომი” ლადო სადღობელაშვილის პოსტს უცვლელად გთავაზობთ.
„პაატა იმნაძეს „აპრავებენ!“
კოტე გოგელიამ, იმნაძის მეუღლის ძმამ აჩუქა ბინაო! 1,5 მილიონიანი ბინა აჩუქაო… კორონას დროს!
– ახლა მომისმინეთ! მოეშვით მაგას თორემ დავინტერესდები გოგელიას შემოსავლებით, ამოვქექავ და მერე გოგელია გეყოლებათ გასაპრავებელი!
– კორონას დროს აჩუქა?! მაშინ როდესაც ყველა ბიზნეს დაენძრა?! ვის „აბოლებთ?“- წერს სადღობელაშვილი.
შეგახსენებთ, რომ “მთავარმა არხმა” გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ქვეყნის მთავარმა ეპიდომოლოგმა ვაკეში, ძვირადღერებულ საცხოვრებელ კონფლექტში ბინა შეიძინა. ტელეკომპანიის ინფორმაციით, აღნიშნული სახლი დავადებათა ეროვნული კონტროლის ხელმძღვანელის დეკლარაციაში არ არის აღნიშნული. მოგვიანებით კი მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას პაატა იმნაძე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა, სადაც განმარტა, რომ სახლი, რომელზეც “მთავარი არხი” საუბრობდა მის ცოლს ძმამ აჩუქა და ტელეკომპანიის მიერ მომზადებულ სიუჟეტში ფაქტები დამახინჯებულად იყო გადმოცემული.