aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მოსალოდნელია თუ არა პურის გაძვირება – “პურის მცხობელთა ასოციაციაში” განმარტებას აკეთებენ

aviabiletebi
ავიაბილეთები

“პურის მცხობელთა ასოციაციის“ თავმჯდომარის მალხაზ დოლიძის განცხადებით, ფქვილსა და ხორბალზე ფასების გზრდის მიუხედავად, პურის გაძვირება მოსალოდნელი არაა.

დოლიძის თქმით, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ხდება ფქვილის სუბსიდირება და პურის გაძვირების წინაპირობა ქვეყანაში არ არსებობს.

მისივე ცნობით, სუბრიდირება ხდება იმ საცხობების, რომლებიც ქვის პურს აწარმოებენ, ხოლო ვინაიდან პატარა თონეების სუბსიდირება არ ხდება, მათ შესაძლოა პურზე ფასი გაზარდონ.

“მოსალოდნელი არაა გაძვირება, რადგან დაიწყო სუბსიდირების პროგრამა და საცხობები, რომლებიც ქარხნული ტიპის პურს, ანუ ქვის პურს აწარმოებენ, ამ სუბსიდირებას იმ პირობით იღებენ, რომ ფასს არ გაზრდიან პურზე. თუ ავიღებთ პატარა საცხობებს და თონეებს, მათზე სუბსიდირება არ კეთდება და შეიძლება ისინი ზრდიდნენ ფასს 10-20 თეთრით. წარმოების პროცესს რაც შეეხება, მოგეხსენებათ ბუნებრივი გაზის ფასის ზრდა პურის მწარმოებლებს არ შეხებიათ, რაც ხელშეწყობაა”,-აღნიშნა მალხაზ დოლიძემ “ინტერპრესნიუსთან.”

ცნობისთვის, სახელმწიფო პირველი ხარისხის ფქვილს ასუბსიდირებს, რისთვისაც დაახლოებით 10 მილიონ ლარი დაიხარჯება. შედეგად, 1 ტომარა ფქვილის ფასი მაქსიმუმ 53 ლარი იქნება.

იტვირთბა....