ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“იგივე შევარდნაძის ხალხი ცდილობს თავის ნებაზე ატარონ პაატა ბურჭულაძე”

„ხალხი, რომელიც შევარდნაძის გარემოცვაში იყო და მას ათას უბედურებას აკეთებინებდნენ, ახლა იგივე ხალხი ცდილობს თავის ნებაზე ატარონ პაატა ბურჭულაძე“ –  აცხადებს იმერეთის ყოფილი გუბერნატორი თემურ შაშიაშვილი.

როგორც შაშიაშვილმა “ივერიონთან” განაცხადა, მნიშვნელოვანია ქვეყანაში ერთი ადამიანი მაინც არსებობდეს, რომელიც საქველმოქმედო საქმიანობით იქნება დაკავებული და სანაცვლოდ პოლიტიკური დივიდენდების მიღებას არ მოითხოვს.

„არ მეგულება ადამიანი ქვეყანაში, რომალმაც ტაძარი ააშენა და შემდეგ ან პოლიტიკოსობა, დეპუტატობა, ან პრეზიდენტობა არ მოითხოვა“ – ამბობს შაშიაშვილი.

შევარდნაძის ჩინოვნიკი საპატრიარქოს მონაწილეობას და მეტიც პატრიარქის უშუალო   მხაარდაჭერას ბურჭულაძის ახლადჩამოყალიბებული ფონდის მიმართ გამორიცხავს. მისი თქმით ილია მეორეს ბევრი რამ ბრალდება, მათ შორის „გარკვეული ძალების“ მოყვანა საქართველოს ხელისუფლების სათავეში.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა საოპერო მომღერალმა პაატა ბურჭულაძემ ცოტა ხნის წინ ფონდი ჩამოაყალიბა სახელწოდებით „პაატა ბურჭულაძე-საქართველოს განვითარების ფონდი“. არსებობს მოსაზრებები, რომ ამ ფონდიდან ბურჭულაძე პოლიტიკუ პარტიას შექმნის.

 

იტვირთბა....