მცხეთის რაიონულ სასამართლოში ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული 5 პირის სასამართლო პროცესი გრძელდება.
დღეს, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 10-მდე პირი დაიკითხება, მათ შორის არის გიორგი შაქარაშვილი მეგობარი ლუკა გოგავა. გიორგი შაქარაშვილს გარდაცვალების დღეს გოგავას წელის ჩანთა ეკეთა. ასევე დაიკითხება არასრულწლოვანი მსჯავრდებულები, კინოლოგი და გამომძიებლები.
შეგახსენებთ, ამ დროისთვის გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულია 17 პირი. პროკურატურამ შაქარაშვილის საქმეზე 5 პირს განზრახ მკვლელობის მუხლით ბრალი დაუმძიმდა ხოლო, 17 პირიდან 6 მათგანი არასწრულწლოვანი, რომელთა საქმეც ცალკე წარმოებადაა გამოყოფილი.
ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობას არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, ვახტანგ ჩიქოვანს, ზ.ხ-ს და ა.ქ.-ს ედავებიან.