სამართალდამცველთა რეფორმების“ ცენტრის დამფუძნებელი, ზვიად კუპრავა ენმ-ის თავმჯდომარის გადაწყვეტილებას ეხმიანება და აცხადებს, რომ სუსტი მმართველი იყო.
ამასთან ზვიად კუპრავამ გრიგოლ ვაშაზძეს მატყუარა უწოდა.
„როცა თავმჯდომარე ხარ და შიდა ამბებზე წუწუნებ – ე.ი. სუსტი ხარ. როცა 2 კვირის წასული ხარ და წასვლის მიზეზად 2 დღის ამბავი მოგაქვს – მატყუარა. შეცდომა იყავი, თავიდან ბოლომდე“, – აცხადებს ზვიად კუპრავა.
ცნობისთვის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავჯდომარე გრიგოლ ვაშაძე პარტია დატოვა. ვაშაძემ პარტიიდან წასვლის მიზეზები განმარტა. როგორც ვაშაძე წერს, პარტიის დატოვების ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ მის გარშემო ისეთი ოდიოზური ფიგურების გამოჩენაა, რომელიც პარტიამ წარსულს ჩააბარა.