ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ვანო მერაბიშვილი, ნიკა გვარამია, ნიკა მელია”- გამყრელიძე ენმ-ის ახალ ლიდერად რამდენიმე კანდიდატს ასახელებს

გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი მამუკა გამყრელიძე სოციალურ ქსელში ენმ-დან გრილოლ ვაშაძის წასვლას ეხმინება.

როგორც გამყრელიძე წერს, ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, ვინ დაიკავებს გრიგოლ ვაშაძის ადგილს.

“დილა ძალიან მძაფრად დაიწყო. მთავარ ოპოზიციურ ძალაში თავმჯდომარე გადადგა. შესაბამისად, მთელი ოპოზიციისთვის (არა მარტო ენმ-სთვის) მნიშვნელოვანია ვინ დაიკავებს ვაკანტურ ადგილს.

მომავალი თავმჯდომარის ფიგურა განმსაზღვრელი იქნება ენმ-ს მომავალ პოლიტიკაშიც. ჩემი შეფასებით, რამდენიმე ძლიერ ფიგურას გამოვყოფდი:
1. კობა ნაყოფია
2. ვანო მერაბიშვილი
3. ნიკა გვარამია
4. ლევან ვარშალომიძე
5. ნიკა მელია”, – წერს მამუკა გამყრელიძე.

ცნობისთვის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავჯდომარე გრიგოლ ვაშაძე პარტია დატოვა. ვაშაძემ პარტიიდან წასვლის მიზეზები განმარტა. როგორც ვაშაძე წერს, პარტიის დატოვების ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ მის გარშემო ისეთი ოდიოზური ფიგურების გამოჩენაა, რომელიც პარტიამ წარსულს ჩააბარა. ამასთან, როგორც ვაშაძემ თქვა, მას არ შეუძლია იყოს იქ, სადაც შეცდომებზე სწავლის სურვილი არ აქვს.

იტვირთბა....