ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

(ვიდეო) როგორი პირბადე უნდა შეიძინონ მოქალაქეებმა ვირუსის დასაცავად – გიორგი ფხაკაძე განმარტავს

გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში გიორგი ფხაკაძე აცხადებს, რომ მოქალაქეებს კორონავირუსისგან მხოლოდ სამედიცინო პირბადე იცავს, რომელიც ევროკავშირის სტანდარტს აკმაყოფილებს.

ფხაკაძე განმარტავს, ზუსტად რა სტანდარს უნდა აკმაყოფილებდეს პირბადე, რომელიც მოქალაქეებმა აფთიაქებში უნდა შეიძინონ.

„“გვინდა სამედიცინო პირბადე და არა ის ჩვარი, რიმელიც კლავს ადამიანს. ევროკავშირში არის სტანდარტი, რომელიც გულისხმობს, რომ სამედიცინო პირბადე უნდა აკმაყოფილებდეს “EN 14 683″ მონაცემებს. სხვა სამედიცინო პირბადე საავადმყოფოში არ უნდა იყოს. არ შეიძლება არასამედიცინო პირბადეების შემოტანა ქვეყანაში,”- აცხადებს ფხაკაძე.

ფხაკაძე მოქალაქეებს მოუწოდებს, აფთიაქში იკითხონ მხოლოდ ერთჯერადი  სამედიცინო პირბადე, სხვა პირბადის შეძენას კი აზრი არ აქვს.

“ადამიანს ეს სამედიცინო პირბადე უნდა ეკეთოს სამი საათი, მეტი არა. ეს იგივეა ერთი შფრიცი გამოიყენო ათჯერ, თან სამეზობლოში,”- ამბობს ფხაკაძე.

 

იტვირთბა....