ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია სოციალურ ქსელში ქვეყანაში გაზრდილ ფასებზე პოსტს აქვეყნებს.
როგორც გამზარდია წერს, ფასი გაიზარდა როგორც პირველად პროდუქტებსა და მედიკამენტებზე, ასევე, ტაქსზეც.
“ტაქსის მომსახურება გაძვირდა. მაგალითად, კომპანია “მაქსიმის” ტარიფები 15%-ზე მეტად გაძვირდა. მაღაზიებში პირველად პროდუქტებზე, აფთიაქებში მედიკამენტებზე, ყველა მიმართულებით ფასები გაზრდილია. ვის ვაგინოთ? შეკითხვა რიტორიკულია,”- წერს არჩილ გამზარდია.