ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მერია 2 ტუალეტს 100 000 ლარად აშენებს, როცა ყველაზე ძვირი უნიტაზი 950 ლარია

მერიაში ამ საკითხზე კომენტარის გაკეთებაც კი ეუხერხულათ…

გავრცელებული ინფორმაციით, თბილისის მერიას ორი საზოგადოებრვი ტუალეტის აშენება  100 000 ათასი ლარი დაუჯდება. ჩვენ დავუკავშირდით თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურს. სამსახურის პრესასთან ურთიერთობის თანამშრომელმა ლაშა ჩხიკვიშვილმა გვითხრა, რომ ტუალეტების საკითხების დასაზუსტებლად დრო სჭირდება. როგორც ჩანს, მერიაში ამ საკითხზე კომენტარის გაკეთებაც კი ეუხერხულათ…

ჩვენ დავუკავშირდით ჰიპერმარკეტ  „დომინოს“, სადაც გვითხრეს, რომ ყველაზე ძვირიანი უნიტაზი მარკეტში 950 ლარი ღირს. ამასთანავე, ორის შენაძენის შემთხვევაში მოქმედებს ფასდაკლებაც.

საინტერესოა, სად განათავსებს მერია ამ ტუალეტებს, ან ასეთი ძვირი რატომ უჯდება ქალაქის ბიუჯეტს?

შეგახსენებთ, რომ მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის თანმადებობა ამ დროისთვის ვაკანტურია. მისი წინა ხელმძღვანელი ავთანდილ სუდაძე იყო.

აღნიშნულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. პარლამენტის ყოფილმა წევრმა ირინა სარიშვილმა ასეთი სახის პოსტი გამოაქვეყნა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

„2 საზოგადოებრივი ტუალეტის მშენებლობაზე 100 ათასი ლარია გამოყოფილიო… ხოდა, რაღაც გამახსენდა: რამოდენიმე ხნის წინ მაღაზიაში ერთი გამყიდველი დაჟინებით მთავაზობდა ტანსაცმლის სარეცხ საშუალებას, არაჩვეულებრივია, ძაან მაგარიაო. რა ღირსთქო როცა ვკითხე, ისეთი ფასი მითხრა, ერთი ჩავილაპარაკე, ამხელა ფასს რო სარეცხ საშუალებაში გადაიხდი, მაგის ნახევარი ხო მაინც უნდა ღირდეს, რასაც გარეცხავ თქო…მიხვდით ალბათ, 100 ათას ლარად შეფასებულ საზოგადოებრივ ტუალეტებზე რატომ გამახსენდა ეს ამბავი და რა კითხვაც დამებადა მაშინდელივით… თან საზოგადოებრივზე მით უმეტეს – იქ ხო ჩვენი კაი ნაჭამ–ნაყლაპი მთავრობა მაინც არ შევა…. და ამ მშიერმა ხალხმა კიდევ, რა უნდა………“

შეგახსენებთ, თბილისის 2016 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, შემცირებულია ისეთი მნიშვნელოვანი პროექტების დაფინანსება როგორც ავარიული სახლების რეაბილიტაცია და ინფრასტრუქტურული პროექტებია.

 

 

იტვირთბა....