მთავარი ციტატა

“გრიგოლ ვაშაძის გადაწყვეტილება საკმაოდ ლოგიკური და გასაგებია ადამიანურადაც და პიროვნულადაც”- ხუხაშვილი

„რაც შეეხება გრიგოლ ვაშაძის გადაწყვეტილებას და მის არგუმენტაციას, ვფიქრობ, საკმაოდ ლოგიკური და გასაგებია ადამიანურადაც და პიროვნულადაც. მისი არგუმენტები აბსოლუტურად მისაღებია და არ იგრძნობა ხელოვნურობა, რადგან ეს პრობლემები ობიექტურად არსებობს. გარდა ამისა, ის მაქსიმალურად კორექტულია და დისკუსიის გაგრძელებას არ აპირებს. ასე, რომ კანონზომიერია ის, რაც მასთან დაკავშირებით მოხდა.”

გია ხუხაშვილი – ანალიიტკოსი

აღნიშნულით ხუხაშვილი “ინტერპრესნიუსთან” ენმ-დან გრიგოლ ვაშაძის წასვლას გამოეხმაურა.

ცნობისთვის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავჯდომარე გრიგოლ ვაშაძე პარტია დატოვა. ვაშაძე წერს, რომ პარტიის დატოვების ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ მის გარშემო ისეთი ოდიოზური ფიგურების გამოჩენაა, რომელიც პარტიამ წარსულს ჩააბარა.

იტვირთბა....