ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

ჰოლანდიაში საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა

კორონავირუსის ფართოდ გავრცელების გამო, ჰოლანდიაში საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა. ქვეყნის მტავრობის გადაწყვეტილებით, კარანტინი 5-კვირიანი იქნება.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრის მარკ რუტეს ინფორმაციით, ქვეყანაში არააუცილებელი პროდუქტით მოვაჭრე მაღაზიები, მუზეუმები და სპორტდარბაზები 19 იანვრამდე დაიხურება, სკოლები და უნივერსიტეტები კი 16 დეკემბრიდან დისტანციურ რეჟიმზე გადავლენ.

მთავრობამ მოქალაქეებს მოუწოდა, სტუმრად დღის განმავლობაში 13 წელს გადაცილებული მაქსიმუმ ორი ადამიანი მიიღონ, შობის დღეებში, 24-დან 26 დეკემბრამდე, ეს შეზღუდვა შედარებით მსუბუქდება და ოჯახებს სამი ადამიანის სტუმრად მიღების შესაძლებლობაც ექნებათ.

იტვირთბა....