პარტია “კანონი და სამართალის” ლიდერის, თაკო ჩარკვიანის განცხადებით, გერმანიის ელჩმა თავისი არაკორექტული განცხადებები გააკონტროლოს. ამის შესახებ მან “TV პირველის” ეთერში განაცხადა განაცხადა.
“მოწიწება რომ გვაქვს ჩვენ დიპლომატიური კორპუსის მიმართ, იმიტომ ვესაუბრები ასე მოწიწებით გერმანიის ელჩს, თორემ დიდი კულტურის მქონე რომ არ ვიყოთ ეს ქვეყანა, მაშინ გავესაუბრებოდით ისე, როგორც საფრნაგეთში ესაუბრებიან ხოლმე მსგავსი განცხადებების შემთხვევაში, რისი მომხრეც მე არ ვარ. ამიტომ ელჩი რომ ხარ და დიპლომატი, უნდა გაითვალისწინო, რომ პატივი სცე იმ ქვეყნის ისტორიას, რომელ ქვეყანაშიც ელჩი ხარ.
მით უმეტეს ჩვენი ქვეყნისთვის წამებულს – ქეთევან დედოფალს, რომელსაც უდიდესი დატვირთვა აქვს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. მე ვთხოვდი სრულიად დიპლომატიურ კორპუსს, რომ როდესაც ელჩებად მოევლინებიან, ქვეყნის ისტორიას გაეცნონ და პატივი სცენ. მე შენიშვნას ვაძლევ, როგორც ერთი რიგითი მოქალაქე – ეს რომ არ გადაიზარდოს მომავალში დაძაბულობაში, მან თავისი არაკორექტული განცხადებები გააკონტროლოს” – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.
შეგახსენებთ, გერმანიის ელჩმა ჰუბერტ კნირშმა “იმედის” ეთერში თქვა: “მგონი, პრიზები უნდა დავაწესოთ ყველაზე ეგზოტიკური და ფანტაზიით აღსავსე გამონათქვამებისთვის. პირადად ჩემი ფავორიტია ოპოზიციის შედარების იდეა ქეთევან წამებულთან, რომ ოპოზიციას აწამებენ დიპლომატების თანდასწრებით”.