ცივი იარაღის ტარებაში ბრალდებულ შოთა ქემოკლიძეს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 4000-ლარიანი გირაო შეუფარდა.
შეგახსენებთ, რომ შოთა ქემოკლიძე მოსამართლის განჩინების საფუძველზე ცივი იარაღის ტარებისთვის 238-ე პრიმა მუხლით დააკავეს. დაკავებულმა ბრალი არ აღიარა. დაკითხვის შემდეგ მას სხეულზე ჭრილობები აღენიშნებოდა. შსს-ს ინფორმაციით, რომ შოთა ქემოკლიძემ თვითონ დაიშავა თავი – იზოლატორში განაცხადა, რომ პირის ღრუში ე.წ. “ბრიტვის” ნატეხი ჰქონდა დამალული, რომელიც მოგვიანებით გადაყლაპა. შსს-ს ამ ცნობას ქემოკლიძის ოჯახის წევრები და ნათესავები არ ენდობიან. ბრალდებულმა სამედიცინო დახმარების გაწევაზე კატეგორიული უარი განაცხადა და შიმშილობა დაიწყო.