ახალი ამბები ვიდეო მთავარი საზოგადოება

(ვიდეო) “მრავალჯერადი პირბადე არ იცავს ადამიანს, ტყუილად იხდით ფულს”- გიორგი ფხაკაძე მოქალაქეებს მიმართავს

გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში გიორგი ფხაკაძე კორონვირუსის საწინააღმდეგოდ დამცავ პირბადეებზე საუბრობს და აცხადებს, რომ საქართველოში პირბადეების უმეტესი ნაწილი მოქალაქეებს ვირუსისგან არ იცავს.

გიორგი ფხაკაძე “ფეისბუკ ლაივში” განმარტავს, რა სტანდარტს უნდა აკმაყოფილებდეს სამედიცინო პირბადე, რომელიც რეალურად იცავს მოქალაქეებს კორონავირუსისგან.

მისივე თქმით, როდესაც მოქალაქეებს უსარგებლო პირბადე უკეთიათ, რომელიც არ იცავს მათ, ეს ძალიან საშიშია.

“გვინდა სამედიცინო პირბადე და არა ის ჩვარი, რიმელიც კლავს ადამიანს. და ადამიანს ეს სამედიცინო პირბადე უნდა ეკეთოს სამი საათი, მეტი არა. ეს იგივეა ერთი შფრიცი გამოიყენო ათჯერ, თან სამეზობლოში. მრავალჯერადი პირბადე რომაა, არაფერია, ტყუილად იხდით ფულს. სამედიცინო პირბადე კი სამი საათის მერე უნდა გადააგდოთ, სხვა მხრივ აზრი არ აქვს.

როცა სამედიცინო დაწესებულებაში არის არასამედიცინო პირბადე, ვინც ამას უშვებს, ყველა დასაჭერია, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული,”- აცხადებს გიორგი ფხაკაძე.

ფხაკაძე მოქალაქეებს მოუწოდებს, აფთიაქში იკითხონ მხოლოდ სამედიცინო პირბადე, სხვა პირბადის შეძენას კი აზრი არ აქვს.

ამასთან, ფხაკაძე ხელისუფლებას მოუწოდებს, არასწორი ბრძანებები გააუქმოს, ქვეყანაში სწორი პირბადეები შემოიტანოს და დანარჩენი უკან გაუშვას.

იტვირთბა....