ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მგონია, რომ ეს მართლა ტექნიკური ხარვეზია – იაგო ხვიჩია ISFED-ზე

„გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი, იაგო ხვიჩია ISFED-ის მიერ ხმების პარალელური დათვლის შედეგების ჩასწორებასთან დაკავშირებით მიიჩნევს, რომ საქმე ტექნიკურ ხარვეზთან გვაქვს და არა ზეწოლის შედეგად მიღებულ გადაწყვეტილებასთან.

როგორც მან „რუსთავი2-ის“ ეთერში განაცხადა, ISFED-ის მიერ არჩევნების პარალელური დათვლის შედეგები არასდროს ყოფილა მათი მთავარი ბერკეტი მოლაპარაკებებისას.

“მე ძალიან მიჭირს ვიღაცას დავაბრალო ზეწოლის ქვეშ არის და ამიტომ მიიღო გადაწყვეტილება, თუ ამას თვითონ არ ამბობს და არ ადასტურებს. მე არ შემიტყვია სახეზეც რომ ზეწოლის შედეგად არის გადაწყვეტილება მიღებული, რატომღაც მგონია, რომ ტექნიკური ხარვეზია მართლა ამ შემთხვევაში და ძალიან ცუდი ტექნიკური ხარვეზია, არ არის ჩვეულებრივი ტექნიკური ხარვეზი. მე არ ვიტყვი, რომ ყველაფერი ამ ტექნიკურმა ხარვეზმა გამოიწვია, მაგრამ ამ ტექნიკური ხარვეზის როლიც მნიშვნელოვანია იმ სიტუაციაში რა სიტუაციაშიც ახლა ჩვენ ვართ.

ჩემი და ჩემი პარტიისთვის ეს არასოდეს არ ყოფილა მოლაპარაკების ბერკეტი, ეს არგუმენტი შეიძლება სადღაც ნათქვამი გვაქვს, მაგრამ მთავარი არგუმენტი ჩემი პარტიისთვის სხვა რამე იყო, ეს არ ყოფილა მთავარი არგუმენტი ჩვენთვის, როცა ვთქვით, რომ არ შევდივართ პარლამენტში. ვთქვით, რომ რა გვინდა იმ პარლამენტში, ჩვენი კოლეგები არ შედის არც ერთი და რისთვის ვიჯდეთ. ეს იყო არგუმენტი. თავი არ დაგვიდია იმაზე, რომ ჩვენ ყველაზე კარგად ვიცოდით რამდენი პროცენტით და როგორ გაყალბდა არჩევნები. უბრალოდ, ჩვენი მაჟორიტარის მაგალითზე გაყალბდა და გამოგვისწორეს.

ის, რომ ეს არგუმენტი არ არის ოპოზიციის სასარგებლო, ცხადია,“ – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ცნობისთვის, არასამთავრობა ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნების პარალელურ დათვლის შედეგები არჩევნებიდან თვენახევრის შემდეგ ქართული ოცნების სასარგებლოდ შეიცვალა.

იტვირთბა....