“შესაძლებლობების ფანჯარა არის უკვე ძალიან ვიწრო. მოლაპარაკების ბოლო შანსია. თუ რადიკალურად შეთანხმება არ მოხდა მხარეებს შორის, “ლელო” გაგარძელებს ბოიკოტის რეჟიმს. ელჩებს ვუთრხარით კიდევ ერთხელ, რომ არჩევნები გაყალბდა. და დღეს ყველა მცდელობა, შემოგვასაღონ და ბრიფინგები ამისთვის ტარდება, ეს ჩვენზე ნაკლებად მოქმედებს. მოლაპარაკების სურვილი არსებობს. ჩვენ მოლაპარაკების მაგიდიდან არ ავმდგარვართ. ის დაკარგული ერთი კვირა არის კობახიძის დამსახურება, როცა სერიოზული ზეწოლა განახორციელბა ოპოზიციაზე.”
მამუკა ხაზარაძე – “ლელოს” ლიდერი
ამის შესახებ მამუკა ხაზარაძემ ‘დღის ამბებში” განაცხადა, რითიც პარტიისა და ელცებს შორის ინდივიდუალურ მოვალარაკებას გამოეხმაურა.
შეგახსენებთ, ფასილიტატორი ელჩების შუამავლობით, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარალებები მიმდინარეობს. თუმცა, დღეს დაგეგმილი მეხუთე რაუნდის მოლაპარაკებები გაურკვეველი მიზეზით ჩაიშალა.
დღეს ინდივიდუალური მოლაპარაკება გაიმართავ “ლელოს” ლიდერებსა და ფასილიტატორ ელჩებს შორის, სადაც საარჩევო საკითხებზე იმსჯელეს.