“ცუდ შედეგებზე როცა ვლაპარაკობ, ხელისუფლებისთვის იქნება ეს ცუდი შედეგები. რადგან საბოლოო ჯამში, ეს პარლამენტი ვერ იქნება ქმედუნარიანი. ის, რომ ყველა გადაწყვეტილება ერთპარტიულად მიიღება, ამას თავისი შედეგი ექნება. როდესაც პარლამენტში არ შედის საზოგადოების უმრავლესი ნაწილის მიერ არჩეული დეპუტაცია, როცა პარლამენტი გადაწყვეტილებას მიიღებს ისე, სადაც არ იქნება ამ საზოგადოების ხმა გაჟღერებული, როგორ შეიძლება მან ლეგიტიმაცია შეინარჩუნოს.”
თამარ კორძაია – “რესპუბლიკური პარტიის” წევრი
ამის შესახებ თამარ კორძაიამ “დღის ამბებში” განაცხადა.