ციტატა

გია ნოდია

შიმშილობა, როგორც პოლიტიკური ბრძოლის მეთოდი, საქართველოში დიდი ხანია პოლიტიკური პრიმიტივიზმის სიმბოლოდ იქცა. ამიტომ ბუნებრივია, რომ მას ახლა მიმართა ძალამ, რომელიც ყველაზე მეტად განასახიერებს აგრესიულ პრიმიტივიზმს. თუ რამე კარგი შეიძლება დავინახოთ ამ ისტორიაში, ისაა, რომ ამჯერად შიმშილ-პოლიტიკოსებმა ყურადღების ცენტრში მოქცევაც კი ვერ მოახერხეს: „შიმშილობენ და იჯდენ რაო“. რაც მანამდე ბოლო შემთხვევა მახსოვს, მოშიმშილეებმა (კობა დავითაშვილი და ზვიად ძიძიგური ერია მათ შორის, თუ არ ვცდები, მაგრამ კონკრეტულად რა სისულელეზე შიმშილობდნენ, ეს კი აღარ მახსოვს) სახის შენარჩუნება მაინც შეძლეს იმით, რომ პატრიარქი მიიყვანეს და მას ათხოვნინეს შიმშილობის შეწყვეტა. ახლა ინაშვილმა მოფიქრებითაც კი ვერ მოიფიქრა რაიმე მიზეზი ან „მიღწევა“: უბრალოდ, მოსწყინდა შიმშილი და ჭამა. რაც უფრო მეტი შიმშილ-პოლიტიკოსი გაიბანძებს ასე თავს, მით უკეთესი: უფრო ჩავაბარებთ წარსულს ამ ბარბაროსულ ჩვეულებას.

იტვირთბა....