მტკიცებულებები უნდა წარმოადგინოს საარჩევნო ადმინისტრაციამ და მმართველმა პარტიამ, გარდა დისბალანსებისა, ბევრი კითხვა არსებობდა არჩევნებთან დაკავშირებით – ამის შესახებ, ISFED-ის ხელმძღვანელმა ელენე ნიჟარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ბოდიში უნდა მოიხადოს მმართველმა პარტიამ და საარჩევნო ადმინისტრაციამ.
“სამართლებრივი დავა გვქონდა, როცა საარჩევნო ადმინისტრაციას მივმართეთ და ვითხოვდით გადაეთვალათ უბნები, სადაც პრობლემები დაფიქსირდა, რათა საზოგადოებას ენახა და მიეღო პასუხები, თუ რამ გამოიწვია დარღვევები – იყო ტექნიკური ხარვეზი, თუ გაყალბება. მათ ეს არ განახორციელეს, საჩივრები მიზანმიმართულად არ დააკმაყოფილეს და ამან გააძლიერა ეჭვები, რომ სერიოზულ პრობლემებს ჰქონდა ადგილი და საარჩევნო ადმინისტრაცია ცდილობდა მათ დამალვას. მტკიცებულებები უნდა წარმოადგინოს საარჩევნო ადმინისტრაციამ და მმართველმა პარტიამ, გარდა დისბალანსებისა, ბევრი კითხვა არსებობდა არჩევნებთან დაკავშირებით. მათ არ გასცეს ამათ პასუხი და ბოდიში უნდა მოიხადოს მმართველმა პარტიამ და საარჩევნო ადმინისტრაციამ. პოლიტიკური კრიზისი მათი გამწვავებული და შექმნილია”, – ამბობს ელენე ნიჟარაძე.