ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“წადით ახლა და მიჩივლეთ დამწვარ სუდში! – თქვენისთანები, რომ გვყავს ოპოზიციაში ქვეყანა კი არა საქათმე ვერ აშენდება” – ჟურნალისტი

საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ჟურნალისტი, გიორგი ფოფხაძე, საპარლამენტო არჩევნების შედეგებსა და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

“მეტრონომი” ჟურნალისტის “ფეისბუქ” მიმართვას უცვლელად გთავაზობთ.

„2007-2012 წლებში მთელი ოპოზიცია მოთქვამდა, დასავლეთი მხარს არ გვიჭერსო…

ვეუბნებოდი -„დ..ლა“ ხართ და იმიტომ მეთქი და არ სჯეროდათ, ბრაზდებოდნენ. ახლაც ისევ დაიწყეს მოთქმა, ვაიმეე ჩვენი არ ესმით, ვაიმეეე, ხელისუფლებას უპრავებეენ. ვაიმე ესენი ვინ ყოფილაან….

რას გეტყვით იციით? იმ დასავლეთს ხომ არ გგონიათ არა აქვს ინფორმაცია რაც ხდება საქართველოში? ყველაფერი კარგად იციან, როგორ გაყალბდა არჩევნები, იციან ვის რა პროცენტი დაუწერა იმ სამმა მფრინავმა ქლიბმა, კობახიძე, მდინარაძე, თალაკვაძემ…

იციან, რა გარიგებებზე მისუნსულდით ხელისუფლებასთან და რომ ვერ გამოიყვანა ეს გარიგებები პალიკიე კუბლაშვილმა, ელჩებთან რომ მივარდით არიქა გვიშველეთ თქვენ გვიხელმძღვანელეთ მოლაპარაკებებზეო და მერე ის რომ იძახეთ, არიქა ელჩების ინიციატივა იყო მოლაპარაკებებიო და ელჩებმა რომ შემოგითვალეს „მაშ მტყუანს დაეცა ბიძინას ზებრაო” და ჩა@მული ბავშვებივით გაიყურსეთ ისიც იციან ვინ და როგორ იხვეწებოდით „პატრიოტული ძალები არ შეუშვათ პარლამეტში და რასაც გინდათ იმას ვიზავთო….“

იციან ყველაფერი ანიდან ჰოემდე და ზუსტად იმიტომ არ გიჭერენ მხარს, რომ უპრინციპო, ..აკის მოთამაშე და უნიათო დ..ლები ხართ..

წადით ახლა და მიჩივლეთ დამწვარ სუდში. თქვენისთანა დ..ლები რომ იქნება ოპოზიციაში ქვეყანა კი არა საქათმო ვერ აშენდება“, – წერს ჟურნალისტი.

იტვირთბა....