გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის განცხადებით, ქვეყანა 16 დეკემბრიდაინ პანდემიასთან ბრძოლის მიზნით, მკაცრ „ლოქდაუნს“ გამოაცხადებს.
მისივე ინფორმაციით, მუშაობის შეჩერება მოუწევთ ისეთ ბიზნეს დაწესებულებებს, რომლებიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არაა, ამასთანვე, დროებით დაიხურება სკოლებიც.
როგორც „ევრონიუსი“ წერს, გადაწყვეტილების მიზეზი, ვირუსის მაღალი გავრცელება და მისით სიკვდილიანობის მაჩვენებელია.
„ჩვენ იძულებულნი ვართ ვიმოქმედოთ და ვმოქმედებთ“, – განაცხადა ანგელა მერკელმა.
ცნობისთვის, გერმანიაში, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, კორონავირუსის 1 338 483 შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 967 900 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 22 406 კი გარდაიცვალა.