ყველა მათ, ვინც ფიქრობს, რომ წინასაახალწლოდ შეზღუდვები უნდა შემსუბუქდეს, ვეპატიჟები ერთი დღით რეანიმაციაში – ამის შესახებ, თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს ანესთეზიოლოგ- რეანიმატოლოგი თამარ გოგიჩაიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
აღნიშნული პოსტით ექიმი, შეზღუდვების შესაძლო შემსუბუქების შესახებ ბოლო დროს გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება:
“გაჩვენებთ ადამიანებს, რომლებიც იბრძვიან სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად… იმ ადამიანებსაც გაჩვენებთ საკუთარი სიცოცხლისთვის რომ იბრძვიან და სამწუხაროდ მათაც, ვინც ამ ბრძოლაში დამარცხდნენ და ახლა სიკვდილს ებრძვიან…
ნუ იქნები შემდეგი , ახალი წელი ისედაც მოვა დარჩი სახლში და დამეხმარე მე; დაეხმარე ჩემს ათასობით კოლეგას; დაეხმარე შენს ოჯახს, შენ ქვეყანას. ჩათვალე, რომ შენი სახლში დარჩენა ერთი გადარჩენილი სიცოცხლეა, სწორედ ის სიცოცხლე, რომლისთვისაც ყოველდღიურად ასობით ადამიანი იბრძვის” – წერს თამარ გოგიჩაიშვილი.