დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, 24 დეკემბერს ყველაფრის გახსნა სახიფათო იქნება.
მისი თქმით, სიტუაციის სტაბილიზაციის შემთხვევაში, რაღაც დოზით რაღაცები გაიხსნება, მაგრამ “აღნიშნულზე მსჯელობა მიდის.”
“ერთი კვირა გვაქვს იმისათვის რომ მოვემზადოთ. არ შეიძლება, ადამიანის სიცოცხლეზეა ლაპარაკი, რამდენ ადამიანს დავკარგავთ ამ ბრძოლაში. აქედან გამომდინარე, ძალიან საფრთხილო იქნება ეს ყველაფერი და გამოჩნდება, ერთი კვირა გვაჩვენებს თუ რა დოზით, რისი გახსნა იქნება შესაძლებელი ისე რომ ეპიდემიოლოგიური სიტუაცია მკვეთრად არ გაუარესდეს” – ამბობს იმნაძე.