ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“პარლამენტი თავის ლეგიტიმაციას იღებს ხალხის მიერ, არჩევნების შედეგად და არა ოპოზიციის იქ შესვლით” – ქნირში

საქართველოში გერმანიის ელჩი, ჰურებტ ქნირში “იმედის” ეთერში ოპოზიციის ბოიკოტს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ არჩევნებზე ვერ დაინახა მანიპულაციის მტკიცებულებები.

როგორც ელჩმა აღნიშნა, ოპოზიციური პარტიები ამბობენ, რომ არ უნდათ, რომ მათი პარლამეტში შესვლით მოხდეს პარლამენტის ლეგიტიმაცია.

„გასულ კვირებში მე ვესაუბრე რამდენიმე ოპოზიციონერ პოლიტიკოსს. ვიცი, რომ ბევრი მათგანი ძალიან იმედგაცრუებულია არჩევნების შედეგებით. მათ სხვა შედეგების იმედი ჰქონდათ და აქედან გამომდინარე ვარაუდობენ, რომ ეს არჩევნები დარღვევებით წარიმართა და მოხდა მისი მანიპულირება. მე ვერ დავინახე ასეთი მანიპულაციის მტკიცებულებები, ასევე ვერ მოვისმინე შესაბამისი პრეტენზიები, თუ როგორ და რა სახით მოხდა ამ არჩევნების მანიპულაცია. ოპოზიციური პარტიები ამბობენ, რომ არ უნდათ, რომ მათი პარლამეტში შესვლით მოხდეს პარლამენტის ლეგიტიმაცია. თუმცა, პარლამენტი თავის ლეგიტიმაციას იღებს ხალხის მიერ, არჩევნების შედეგად, ქვეყნის კონსტიტუციის შესაბამისად, და არა ოპოზიციის იქ შესვლით. პარლამენტის ლეგიტიმურობასთან მიმართებაში საერთოდ არაფერი შეიცვლება იმით, გამოიყენებს თუ არა ვინმე თავის მანდატს და მე მჯერა, რომ პარტიები კიდევ დაფიქრდებიან მათ პოზიციებთან, მათ ქმედებებთან დაკავშირებით“, – განაცხადა ჰუბერტ ქნირშმა.

იტვირთბა....