ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ერთი კვირა გვაქვს იმისათვის რომ მოვემზადოთ…” – პაატა იმნაძის განცხადება

24 დეკემბერს ყველაფრის გახსნა ცოტა სახიფათო იქნება… თუ ჩვენ შევძელით სტაბილიზაცია სიტუაციის, რაღაცა დოზით რაღაცები გაიხსნება, მაგრამ ამაზე მსჯელობა იქნება. ერთი კვირა გვაქვს იმისათვის რომ მოვემზადოთ – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცნეტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ “TV პირველის” ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ერთი კვირა გვაჩვენებს, თუ რა დოზით, რისი გახსნა იქნება შესაძლებელი ისე რომ ეპიდემიური სიტუაცია მკვეთრად არ გაუარესდეს.

“პირველ რიგში, ჩვენ ხომ იქიდან უნდა გამოვიდეთ, რომ ვატაროთ ყველამ ყველგან პირბადე, დავიცვათ დისტანცია და თავყრილობებისგან თავი შევიკავოთ. თქვენ წარმოიდგინეთ, შავ პარასკევს რაც მოხდა იგივე რომ განმეორდეს, რომ გაიხსნება ყველაფერი… ძალიან ფრთხილად ვუდგებით ამას. არ შეიძლება, ადამიანის სიცოცხლეზეა ლაპარაკი, რამდენ ადამიანს დავკარგავთ ამ ბრძოლაში. აქედან გამომდინარე, ძალიან საფრთხილო იქნება ეს ყველაფერი და გამოჩნდება, ერთი კვირა გვაჩვენებს, თუ რა დოზით, რისი გახსნა იქნება შესაძლებელი ისე რომ ეპიდემიური სიტუაცია მკვეთრად არ გაუარესდეს”, – აღნიშნა იმნაძემ.

იტვირთბა....