ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“თუ თქვენი ახლობელი არის კოვიდინფიცირებული დააკვირდით მის პასუხებს, რეაგირებას კითხვებზე და ადეკვატურობას…” – ჟურნალისტი

ჟურნალისტი, თეონა ცხომელიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და კორონავირუსის ერთ–ერთ სიმპტომზე წერს:

“მინდა გაგიზიაროთ გამოცდილება, რომელზეც მიუხევად კოვიდინფიცირებულობისა და ერთ წლიანი პანდემიური ცხოვრებისას არ ვიცოდი.

თუ თქვენი ახლობელი არის კოვიდინფიცირებული ან ეჭვია რომ არის და განსაკუთრებით თუ მარტო იმყოფება თვითიზოლაციაში სატელეფონო საუბრისას დააკვირდით მის პასუხებს, რეაგირებას კითხვებზე და ადეკვატურობას. თუ ეძებს სიტყვებს, დაბნეულია ან ვერ იხსენებს მარტივ რაღაცეებს დაუყოვნებლივ ატეხეთ განგაში.

მე მეგონა რომ უჟანგბადობა ესაა მარტო ჰაერის უკმარისობა და ხრჩობა, სინამსვილეში ეს არის ჟანგბადის ნაკლებობა ტვინში რაც ანელებს რეაქციებს და აზროვნებას აბუნდოვანებს.
არ გეგონოთ რომ დაიღალა, ნერვიულობს ან ეძინება – უჟანგბადობა თიშავს ტვინს, რაც მათ შორის უკიდურეს ძილიანობას იწვევს, იმდენად რომ ადამიანმა შესაძლოა 50 სატელეფონო ზარს არ უპასუხოს”, – წერს ცხომელიძე.

იტვირთბა....