ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

რამდენიმე ირანელმა პირი ამოიკერა

 

1448353920559017

საბერძნეთ-მაკედონიის საზღვართან, რამდენიმე ირანელმა მიგრანტმა პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა. ლტოლვილებმა ასეთი გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც მაკედონიის ხელისუფლებამ ქვეყანაში შეშვებაზე უარი უთხრა.

მაკედონიის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, თავშესაფარს მხოლოდ სირიელ, ერაყელ და ავღანელ მიგრანტებს მიანიჭებენ. სხვა ქვეყნებიდან თავშესაფრის მაძიებლებს „ეკონომიკური ლტოლვილების“ სტატუსი მიენიჭა და ქვეყანაში შესვლაზე უარი ეთქვა.

საზღვართან გაჩერებულ მიგრანტებს შორის არიან პაკისტანის, სუდანის, კონგოს, მაროკოსა და ბანგლადეშის მოქალაქეები.

იტვირთბა....