ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე პეტიცია მზადდება

„დაისაჯონ თამარ ბაჩალიაშვილის მკვლელები“ – 23 წლის პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე პეტიცია მზადდება.

პეტიციაზე ხემომწერები მოითხოვენ პროკურატურამ საქმეზე მიიღოს ობიექტური გადაწყვეტილება.

„საქართველოს პროკურატურა აპირებს, ახალგაზრდა პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის მკვლელობის საქმის გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით (თვითმკვლელობამდე მიყვანა) დაასრულოს ისე, რომ ამ მუხლითაც კი არავინ გამოკვეთოს ბრალდებულად.

პეტიციაზე ხელმომწერები კატეგორიულად წინააღმდეგი ვართ გამოძიების ასეთი შედეგით დასრულების, პროტესტს ვაცხადებთ და მოვითხოვთ: პროკურატურამ საქმეზე მიიღოს ობიექტური გადაწყვეტილება და დეტალურად გასცეს პასუხი ყველა იმ კითხვას, რაც დღემდე უპასუხოდ არსებობს საზოგადოებაში; გამოძიების მხრიდან დაცული იყოს სამართლის საერთაშორისო სტანდარტები, რათა დადგინდეს ობიექტური ჭეშმარიტება; გამოძიება გაგრძელდეს მკვლელობის მუხლით; გამოვლინდეს და დაისაჯოს ყველა ის პირი, ვინც მონაწილეობა მიიღო 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის მკვლელობაში“,- აღნიშნულია პეტიციაში, რომელსაც ხელს ბაჩალიაშვილის დედა თეონა თამაზაშვილი აწერს.

თამარ ბაჩალიაშვილი 19 ივლისს გაუჩინარდა. ის თეთრიწყაროს ტყეში 5 დღიანი ძებნის შემდეგ გარდაცვლილი იპოვეს. 

იტვირთბა....