მთავარი ციტატა

“არავითარი ქონება არ გამაჩნია. ვცხოვრობთ ნაქირავებში” – ნიკა გვარამია

“დღეს შემომითვალეს: ახალ წლამდე კვლავ განახლდება შენი საქმე, უსწრაფესად დაგიჭერთ და მთელ ქონებას ჩამოგართმევთ რ2ისთვის ზიანის ანაზღაურების ანგარიშში. არ დაუზუსტებიათ, რას ჩამომართმევენ. არავითარი ქონება არ გამაჩნია. ერთადერთი, ჩემი ცოლის, სოფოს სახელზეა უსახსრობის გამო დაუმთავრებელი აგარაკი ბეთანიაში, ისიც ბანკში ჩადებული. ვცხოვრობთ ნაქირავებში. მთელი ფული გვეხარჯება შვილების განათლებაზე, მათ შორის, უფროსის ამერიკაში. ეტყობა ფეხსაცმელს, ტანსაცმელს და სათვალეებს გულისხმობდნენ.”

ნიკა გვარამია – “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი

ამის შესახებ განცხადება გვარამიამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

იტვირთბა....