ახალი ამბები მთავარი სამართალი

რა მიზეზით დააკავეს ბადრი ესებუას ძმა, რომელსაც 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება

„საქართველოს ბანკზე” ყაჩაღობაში ბრალდენული ბადრი ესებუას ძმა, ბიძინა ესებუა, პოლიციამ  ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა შენახვას ტარების ბრალდებით დააკავა.

აღნიშნულთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, პოლიციის მიერ ძებნილი პირის, ბადრი ესებუას ძმა – 1982 წელს დაბადებული ბ.ე. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო ტარების ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”, – ნათქვამია განცხადებაში.

იტვირთბა....