ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“საქართველოს ნატო-სთან დაახლოებამ არ შეიძლება არ გამოიწვიოს მღელვარება” – დე ფაქტო ხელისუფლება

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებთან დაკავშირებით, ოკუპირებული ცხინვალის პოსტკონფლიქტური მოგვარების საკითხებში. ე.წ. პრეზიდენტის წარმომადგენლის აპარატი განცხადებას ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილვის ერთ -ერთი მთავარი თემა კავკასიის უსაფრთხოების საკითხი იყო.

”სამხრეთ ოსეთის, აფხაზეთისა და რუსეთის წარმომადგენლებმა გამოხატეს სერიოზული შეშფოთება რეგიონალური სტაბილურობისა და უსაფრთხოების საკითხებზე, საქართველოს მიმდინარე მილიტარიზაციის, ნატო-ს სამხედრო ყოფნის გაფართოებასა და მეზობელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ინფრასტრუქტურული ობიექტების შექმნასთან დაკავშირებით. საქართველოს დაახლოებამ ნატო-სთან არ შეიძლება არ გამოიწვიოს მღელვარება იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ხელისუფლებამ მეზობელი სახელმწიფოების მიმართ ძალის გამოუყენებლობის შესახებ ვალდებულებების აღება ვერ შეძლო.

შეხვედრის დროს სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებმა ქართულ მხარეს ორ ქვეყანას შორის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის საკითხებთან დაკავშირებით მუშაობის დაწყებისკენ მოუწოდეს. ეს შესაძლებელს გახდიდა სასაზღვრო რაიონებში მცხოვრები მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით ბევრი იმ პრობლემის მოგვარებას, რაც სასაზღვრო შეთანხმებების არ არსებობის გამო არსებობს,“- აცხადებენ დე ფაქტო ხელისუფლებაში.

იტვირთბა....