24 საათის განმავლობაში საქართველოში 50 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალ – ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
გასული დღე- ღამის განმავლობაში ვირუსი 3907 ადამიანს დაუდასტურდა, 3780 კი გამოჯანმრთელდა.
ამ დროისთვის ქვეყანის მასშტაბით ჯამში 187 006 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 154 241-ს შეადგენს. გარდაიცვალა 1746 მოქალაქე.
კარანტინის რეჟიმშია 1017 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 6881 პაციენტი. კოვიდ-სასტუმროში – 3400 ადამიანი იმყოფება.