ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ბრავო ჩვენს პატრულს, ვდგავარ ქუჩაში უკვე საათნახევრია და სახლში 8 შვილი მელოდება“ – მოხალისე ექთანი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს

“ბრავო ჩვენს პატრულს, ვდგავარ ქუჩაში უკვე საათნახევრია და სახლში 8 შვილი მელოდება“, – ამის შესახებ მოხალისე ექთანი, ნათია დიაკონიძე სოციალურ ქსლში წერს.

როგორც ექთნის მიერ გამოქვეყნებულ პოსტში ვკითხულობთ, ის წყნეთში, კოვიდ ინფიცირებულთან იმყოფებოდა, როდესაც კომენდატის საათი დაწყება მოახლოვდა, ხოლო ექთანი და მისი მძღოლი სახლში დაბრუნებას ვერ ასწრებდა.

“ჩემო მეგობრებო იქნებ ვინმემ შეეძლოთ ჩემი დახმარება, წყნეთში ვიყავი კოვიდ პაციენტთან, დამაგვიანდა გზაში 9 საათამდე ვერ მოვახერხე სახლში მოსვლა და ვდგავართ ბაგებში მე და ჩემი მძღოლი , 1 საათია ვრეკავ 144 ზე და ვერ დაუკავშირდი.  მივმართე აქ მყოფ პატრულს დახმარებისთვის ავუხსენი რომ ასეთი სიტუაცია მაქვს მეთქი მოხალისე ექთანი ვარ კოვიდ პაციენტების ვუკეთებ გადასხმებსმეთქი და ისეთი ცივად მომექცა ჯერ პირადი ნომერი გამომართვა უფროსთან გავარკვევო და მერე უარი მითხრა ვერ დაგეხმარებიო, მეთქი სახლამდე მოგვაცილოთ იქნებ და უარი მითხრა ეს ხომ არაადამიანური საქციელია. დღევანდელი პანდემიის მდგომარეობიდან გამომდინარე ასეთი საქციელი, ავადმყოფებს სახელმწიფო ვერ ეხმარება ისევ ადამიანები ვეხმარებით ერთმანეთს და ასეთ დროს რომ გვერდით არ დაუდგება პატრული მოხალისე ექთანს რომელიც მთელი დღე 20 მდე ოჯახს ემსახურება და გადასხმებს უკეთებს ბრავო ჩვენს პატრულს, ვდგავარ ქუჩაში უკვე საათნახევრია და სახლში 8 შვილი მელოდება“- წერს ნათია დიაკონიძე.

იტვირთბა....