ვგიჟდები კმაყოფილ მოსახლეობაზე. ვერ ვბრაზდები, რა ვქნა? მიყვარს ბედნიერი ხალხი. ნიჭია იყო მშიერი, დაუცველი და თან ბედნიერი – ამის შესახებ ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც, საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას ეხმაურება.
„ვგიჟდები პარლამენტში მოხვედრილ გულწრფელ ნარცისებზე, თავიანთი ოქროს თავები რომ უპირობოდ საჩუქარი ჰგონიათ და თუ დამატებით, საჭიროდ ჩათვლიან და სიბეჯითეც ეყოფათ, აწი რომ უნდა იმეცადინონ სხვა საკითხებში, ანუ თავის „ახალ პროფესიაში“. ჩვენ კი ხელფასი და შემდეგ სამუდამო პენსია რომ უნდა ვუხადოთ მეცადინეობაში, აი ახლა რომ გაერკვევიან „შტო კ ჩემუ“ და კიდევ უფრო ვგიჟდები კმაყოფილ მოსახლეობაზე. ვერ ვბრაზდები, რა ვქნა? მიყვარს ბედნიერი ხალხი. ნიჭია იყო მშიერი, დაუცველი და თან ბედნიერი. ხოდა ნიჭიერი ხალხიც მიყვარს. უკმაყოფილოებიც მიყვარხართ, რაღათქმაუნდა“, – წერს ნათია ფანჯიკიძე.