“ქალბატონი თეა წულუკიანი ალბათ ერთადერთი მინისტრია, რომელიც 8 წლის განმავლობაში ინარჩუნებდა თანამდებობას. მან თავად მიიღო გადაწყვეტილება, აღარ ყოფილიყო იუსტიციის მინისტრი. პარლამენტში იგი დაიკავებს ერთ-ერთი კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას. კომიტეტის თავმჯდომარეობა არის ძალიან მაღალი თანამდებობა.თავისი რანგით შეიძლება ითქვას, რომ კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა უთანაბრდება მინისტრის თანამდებობას.”
გიორგი კახიანი – ქართული ოცნების დეპუტატი
აღნიშნულით გიორგი კახიანი განათლების კომიტეტის თავმჯდომარედ თეა წულუკიანის დანიშვნას ეხმიანება.
ცნობისთვის, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე იუსტიციის ყოფილ მინისტრს, თეა წულუკიანს წარადგენენ. იგი ბოლო 8 წლის განმავლობაში, ქართული ოცნების მმართველობის დროს ერთადერთი უცვლელი მინისტრი იყო.