ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“კომიტეტის თავმჯდომარეობა უთანაბრდება მინისტრის თანამდებობას”- კახიანი წულუკიანზე

ქართული ოცნების დეპუტატი, გიორგი კახიანი განათლების კომიტეტის თავმჯდომარედ თეა წულუკიანის დანიშვნას ეხმიანება. როგორც კახიანმა ჟურნალისტებტან განაცხადა, კომიტეტის თავმჯდომარეობის თანამდებობა მთავრობის რანგში მინისტრისას უთანაბრდება.

“ქალბატონი თეა წულუკიანი ალბათ ერთადერთი მინისტრია, რომელიც 8 წლის განმავლობაში ინარჩუნებდა თანამდებობას. მან თავად მიიღო გადაწყვეტილება, აღარ ყოფილიყო იუსტიციის მინისტრი. პარლამენტში იგი დაიკავებს ერთ-ერთი კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას. კომიტეტის თავმჯდომარეობა არის ძალიან მაღალი თანამდებობა.

თავისი რანგით შეიძლება ითქვას, რომ კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა უთანაბრდება მინისტრის თანამდებობას”, – განმარტავს კახიანი.

ცნობისთვის, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე იუსტიციის ყოფილ მინისტრს, თეა წულუკიანს წარადგენენ. იგი ბოლო 8 წლის განმავლობაში, ქართული ოცნების მმართველობის დროს ერთადერთი უცვლელი მინისტრი იყო.

იტვირთბა....