“მეგობრებო, საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას ესწრებიან საქართველოს პრეზიდენტი, პატრიარქის მოსაყდრე და ამერიკის ელჩი, ვერ ესწრებიან ბოკერია და ბურჯანაძე და არ ესწრება მელია. ოცნება, დედას გაფიცებ, ნუ დაგვირღვევთ რა, ამ იდილიას…”
ლაშა ნაცვლიშვილი – “ქართული ოცნების” პიარ-ტექნოლოგი
ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.
შეგახსენებთ, ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომას, დღეს, 11 დეკემბერს, გაიმართება. პარალელურად, ოპოზიციური პარტიები პარლამენტში უფლებამოსილების შეწყვეტასა და პარტიული სიების ჩახსნასთან დაკავშირებით მემორანდუმს გააფორმებენ. მემორანდუმს ხელს არ აწერს ოპოზიციის ნაწილი.
ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმში რჩება, ისინი საპარლამენტო არჩევნების სედეგებს არ აღიარებენ და ვიდრე “ქართული ოცნება” ვადამდელი არჩევნებს არ დანიშნავს, მანდატებზე უარს ამბობენ.