“სიბრძნე, სულიერი სილამაზე და ქრისტიანობა”
დოქტორი დევიდ ს. ფორდი
“ქართველმა ფილოსოფოსმა, ზურა შიოლაშვილმა შექმნა ჩვენთვის შესანიშნავი და ლამაზი წიგნი ”ღვთაებრივი სიბრძნის პრელუდია აფორიზმის ხელოვნებაში.” ეს არის რელიგიის ფილოსოფიის და სულიერი ესთეტიკის მძლავრი ოსტატობის ნიმუში, რამდენადაც ავტორი ბრწყინვალედ აქუცმაცებს და თავდაყირა აყენებს ფრიდრიხ ნიცშეს ხშირად სახელმოხვეჭილ არგუმენტებს ქრისტიანობის წინააღმდეგ – და განსაკუთრებით ტრადიციული ქრისტიანული მორალის და სილამაზის წინააღმდეგ – იყენებს რა ნიცშეს საკუთარ მეტყველებას და მოსაზრებას და შემდეგ მიჰყავს პროცესი მის წინააღმდეგ. აქედან გამომდინარე, ერთ-ერთ მისი აფორიზმი, რომელიც ნიცშეს სენსუალურ/ცხოველური ტკბობის განდიდების წინააღმდეგ არის მიმართული, ის წერს”:
”სულის სილამაზეს განშორებული ადამიანი ძალაუნებურად ღორდება.” (გვ. 82).
ის ასევე აკეთებს ჩანაწერს საკმაოდ მწვავედ:
”ისე, რომ ჩემ გულწრფელ აღქმაში და თანაგრძნობის გაწევაში – თუმცა ნიცშეს ცხოველურ ზნეობაში, თანაგრძნობის გაწევა იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი სირცხვiლი კაცისთვის, რადგან ნამდვილმა მამაკაცმა თავის სულიერ ბრძოლაში თავად მარტო უნდა დაძლიოს თავისი უბედურება საკუთარი თავის ფლობის მეშვეობით – ყველაფერი ის რაც კი მე შემიძლია ფილოსოფიურად წარმოვაჩინო ნიცშეს რეპუტაციის ადგილსამყოფელი ეს არის სადღაც ბრმა კაცსა და ჭკვიან იდიოტს შორის ჩვენ სასტიკ სამყაროში.” (გვ. 43) ‘
‘ძალაუფლების მონა მეძავზე უფრო მეტად გამყიდევლია” – ზურა შიოლაშვილი
“ამასთან მიყოლებით, შიოლაშვილი სულ რამოდენიმე სიტყვით ანადგურებს რიჩარდ დავკინის ათეისტურ არგუმენტებს, ისევე როგორც ამაღლებული ქრისტიაუნული სიბრძნის მარგალიტებით უპირისპირდება ჩვენი თანამაედროვეების ისეთ ღრმად საპატივცემულო ‘ბუმბერაზების’ აზროვნებას, როგორებიც არიან ჰიუმი, კანტი, შოპენჰაუერი, ფროიდი და იუნგი. ამ წიგნის ერთ-ერთი ყველაზე მომხიბვლელი ასპექტი არის ის, როცა ავტორი განუწყვეტელად იყენებს აფორიზმებს. ის ძალიან მოკლე და ლაკონური ფორმულირებით გვაწვდის დიადი აზრის სიღრმეს. ისეთი როგორც არის ასევე მაგალითად ეს:
”სიყვარულის წვეთს ძალუძს დაფაროს დარდის ზღვა.” (გვ.95).
“ბევრი მისი აფორიზმი, რომელზეც ის აკეთებს კომენტარებს, პირდაპირ იგნორირებას უკეთებს ნიცშეს გამონათქვამებს, რომელსაც შიოლაშვილი წარმოაჩენს ნიცშეს სხვადასხვა ნაშრომებიდან და ასევე ჩემს მიერ ზემოთ ხსენებულ სხვა ფილოსოფოსების და ფსიქოლოგების ჩანაწერებიდან.