ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„რესპუბლიკური პარტია“: ვაგრძელებთ ბოიკოტს და არ შევდივართ პარლამენტში

„საქართველოს რესპუბლიკური პარტია“ ბოიკოტს აგრძელებს.

როგორც მათ განცხადებაში ვკითხულობთ, პარტიას 2 მანდატი, ძირითადად, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველმა მიანიჭა.

„ბლოკთან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ აგრძელებს ბოიკოტის რეჟიმს და არ შედის პარლამენტში. ჩვენ, რესპუბლიკელები ხათუნა სამნიძე და თამარ კორძაია არ შევდივართ პარლამენტში, რადგან ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის, რომ პარტიას ეს 2 მანდატი მოგვანიჭა ძირითადად ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ამომრჩეველმა.
ამავე დროს, რადგან გრძელდება მოლაპარაკებების პროცესი საერთაშორისო ფასილიტაციით და მასში მონაწილეობა მნიშვნელოვანია შექმნილი კრიზისის გათვალისწინებით, ჩვენს მიერ ხელმოწერილი განცხადებებით საპარლამენტო მანდატებზე უარის თქმის თაობაზე პარლამენტს მივმართავთ დაუყოვნებლივ ამ პროცესის დამთავრების შემდეგ.
ცხადია, ვითვალისწინებთ ხელისუფლების აშკარა მცდელობებს, რომ ოპოზიციაზე თავდასხმებით ხელი შეუშალოს პროცესს და მთელი პასუხისმგებლობა გადაიტანოს ოპოზიციაზე და ვაცნობიერებთ, რომ სულ უფრო ვიწროვდება სივრცე მხარეებს შორის შეთანხმების მიღწევისთვის,ბოიკოტის რეჟიმის პარალელურად ვაგრძელებთ ამ პროცესის მხარდაჭერასაც“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

ინფორმაციისთვის, დღეს, 11 დეკემბერს, მე-10 მოწვევის პარლამენტი შეიკრიბება.

იტვირთბა....